вторник, 7 апреля 2015 г.

მეცხრე დღე

დღევანდელი დღე ძალიან პოზიტიურად  დაიწყო
ერთმანეთს მივულოცეთ ხარების დღესასწაული მადლობა გადავუხადეთ ტრენერს გაწეული სამუშაოსათვის ,
. მოვისმინეთ რამდენიმე კოლეგის პრეზენტაცია.  ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილებები.
 ვისწავლეთ youtube-ze ვიდეოების გამოქვეყნება და გაზიარება.
 იმ იმედით რომ, ჩვენს შემდგომ საქმიანობაში ხშირად და წარმატებით განვახირციელებთ პროექტებს დავემშვიდობეთ ერთმანეთს!

пятница, 3 апреля 2015 г.

მერვე დღე

დღევანდელი დღე ჩვეულებრივ საშინაო დავალების შემოწმებით დაიწყო.რამდენიმე პედაგოგმა წარადგინა დავალება შეფასების დროის ჩარჩო.შემდეგ დრაივიდან შევედით პორტფოლიოში ,განვიხილეთ Google ფორმები,რომლებიც საშუალებას იძლევა ვაწა
რმოოთ გამოკითხვა, ჩავატაროთ კვლევა.
Google კითხვების შესადგენად შევდივართ neu ველში და გადავდივართ G -ის ფორმებში. სათაურის ველში ვწერთ სასკოლო ინფორმაციას,1  კითხვაში ვწერთ  სახელს, გვარს შემდეგ დამხმარე კითხვას და  ვიღებთ იმ ველს ,რაც მოსწივლისთვის არის ხელმისაწვდომი. განვიხილეთ და შევისწავლეთ სხვადასხვა ტიპის პასუხების შერჩევა.
 ვისწავლეთ შეფასების რუბრიკის შექმნა, შეფასების გამოანგარიშება   დიზაინის შერჩევა და მივიღეთ დავალება  ვნახოთ ვიდეო გაკვეთილები,და დავასრულოთ გეგმაზე მუშაობა   და შესაბამის საქაღალდეში ავტვირთოთ დოკუმენტები                                         

вторник, 31 марта 2015 г.

მეშვიდე დღე

დღევანდელი დღე საინტერესოდ დაიწყო. მოვისმინეთ რამდენიმე პედაგოგის პრეზენტაცია. წარდგენისას იყო შენიშვნები, კერძოდ კი ის, რომ ყველა ფურცელს უნდა ჰქონდეს სათაური, ტექსტი უნდა იყოს მოკლე და ლაკონური ამ შენიშვნებს გავითვალისწინებთ მუშაობის პროცესში.
ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა და გაზიარება ბლოგზე, რათა სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი ნამუშევარი. შევედით დრაივზე , დავაკოპირეთ მისამართი, შევქმენით ახალი გვერდები: "პორტფოლიო" და "ჩემ შესახებ" დავწერეთ პროექტის სახელწოდება და მივაბით მისამართი. აგრეთვე ვისაუბრეთ შეფასებებზე. საშინაო დავალებად გვაქვს მე-5 მოდულის 1აქტივობა სადაც საუბარია შეფასების ტიპებზე. 

воскресенье, 29 марта 2015 г.

მეექვსე დღე

დღევანდელი დღე ჩვეულებრივ დავალებების მიმოხილვით დავიწყეთ.ჩვენმა კოლეგამ წარადგინა პრეზენტაცია, რომელიც მე ძალიან მომეწონა. აუცილებლად გასათვალისწინებელია ის შენიშვნები, რაც მასთან ჰქონდა ტრენერს.შემდეგ  ვისაუბრეთ პრეზენტაციის გეგმაზე ე.წ. ჩეკლისტზე შევქმენით ასეთი გეგმები ჩვენი პრეზენტაციებისთვის.ვისწავლეთ დისკზე, მუშაობა შევქმენით საქაღალდეები და მივიღეთ ახალი დავალებები

вторник, 24 марта 2015 г.

მეხუთე დღე

დრევანდელი დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა.განვიხილეთ შესწავლილი მასალა გავეცანით ბლოგის ინსტრუმენტებს, ვისაუბრეთ კომენტარების მნიშვნელობაზე ,რაც მნიშვნელოვანია და აუცილებლად გასათვალისწინებელი  მომავალში.მუშაობის დროს.
განვიხილეთ ბუკლეტები. ჩემა ბუკლეტმა მოწონება დაიმსახურა,  რამაც ძალიან გამახარა. ვისაუბრეთ მე-3 მოდულის კავშირებზე, სადაც საუბარი იყო საავტორო უფლებებზე. ამ უფლებას აუცილებლად გამოვიყენებ პრეზენტაციის დროს.ბოლობ გვერდზე
გავეცანით მე-2 მოდულის მე-5 აქტივობას და  პედაგოგის პრეზენტაციის მომზადებას.. ვიმუავეთ საპრეზენტაციო პროგრამაში ,შევქმენით ახალი გვერდები და მივიღეთ დავალება

პროექტისთვის საჭირო ფოტო მასალა




воскресенье, 22 марта 2015 г.

მეოთხე დღე

დღეს ვისწავლეთ ბლოგის დიზაინზე მუშაობა, განვიხილეთ და განვსაზღვრეთ რა არის რეფლექსია. აგრეთვე გავეცანით მე–2 მოდულის მესამე აქტივობას და ვიმსჯელეთ მოსწავლეთა შეფასებების კრიტერიუმებზე.